|
2016-10-04 16:05:05, 2529 ნახვა
მსოფლიო
დამაკოსში რუსეთის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს
დამაკოსში რუსეთის საელჩოს ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობოთ იუწყება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ერთი ჭურვი საელჩოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად, კიდევ ორი კი დიპლომატიური წარმომადგენლობის გარეთ აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაზიანებულია შენობა. რუსეთის საგარეო უწყების მონაცემებით, საელჩოს მიმართულებით ცეცხლი დამასკოს გარეუბნიდან, ჯობარიდან გახსნეს, რომელსაც “ალ-ნუსრას ფრონტის” მებრძოლები აკონტროლებენ. რუსეთის სალეჩო დამასკოში თვადასხმების სამიზნე წარსულშიც გამხდარა. 2015 წლის მასიში მას ასევე გაუხსნეს ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან. დიპლომატიური წარმომადგენლობის მისამართით ცეცხლი 2013 წელსაც გახსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)