|
2016-10-03 19:04:10, 1009 ნახვა
საზოგადოება
სოციალური დახმარების ლოდინში მცხოვრები დევნილების პრობლემები დღემდე მოუგვარებელი რჩება
დატბორილი სახლები, დაბზარული კედლები და სოციალური დახმარების ლოდინში მცხოვრები დევნილების პრობლემები დღემდე მოუგვარებელი რჩება. ეკატერინე პერტაია აფხაზეთიდან დევნილია. იგი ქუთაისში, ჭავჭავაძის 58 ნომერში ცხოვრობს. მთავრობამ ქუთაისში, პირველ სართულზე საცხოვრებელი ფართი გადასცა და მალევე დაუკანონა. თუმცა, დროთა განმავლობაში პრობლემებმა იჩინა თავი. პერტაიას განმარტებით, შემოსახლების და ფართების დაკანონების პროცესით კმაყოფილი იყო, მანამ სანამ ბინადრობის პირველივე საცხოვრებელი სახლი არ დაიტბორა. როგორც პერატაიამ აღნიშნა, საცხოვრებელ სახლში სარდაფები არ იყო გაწმენდილი და არც სამშენებლო მასალები გაუტანია ვინმეს. „ნარჩენებით სავსე სარდაფებში პრობლემა მალევე შეიქმნა შიდა კომუკიკაციასთან დაკავშირებით. დაიტბორა სარდაფები, შესაბამისად რამდენიმე თვეში შენობის მდგრადობას შეექმნა საფრთხე. კედლები დაიბზარა და ამ საცხოვრებელ სახლში ჩვენს ყოფნას საფრთხე შეექმნა. ყოველ წვიმაზე წყალი იატაკიდან ამოდის და იტბორება. სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე მეოთხე სართულზე მოგვიწია ქირით გადასვლა, ქირას კი მთავრობა გვიხდის“,-განაცხადა პერტაიამ. მანვე დასძინა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, მეოთხე სართულზე არ შეუძლია ასვლა. პერტაია მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას სთხოვს, რომ სახლის რეაბილიტაციაში დაეხმარონ. მედიატურის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”დამოუკიდებლობიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოში” ეგიდით ჩატარდა და რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ”აფხაზეთი” (CHCA), ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად დასავლეთ საქართველოში 2015-2016 წლებში ახორციელებდა, პირველად ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ჩასახლებულ დევნილებს ვესტურეთ. ქუთაისის შემდეგ კი წყალტუბოს, ფოთის, ზუგდიდისა და ბათუმში მცხოვრები დევნილების პრობლემებს გავეცანით. ხმამაღალი არ იქნება იმის თქმა, რომ დევნილთა ერთი ჩასახლებიდან მეორე ჩასახლებაში თითქმის იდენტური და მოუგვარებელი პრობლემები დაგვხვდა. 2012 წელს წყალტუბოში მცხოვრები 343 ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში წყალტუბოში მცხოვრებმა დევნილებმა აღნიშნეს, საცხოვრებელი სახლები დაბალხარისხიანი სამშენებლო მასალით არის აგებული, კორპუსის კედლები კი ვერ უზრუნველყოფს სტანდარტით მოთხოვნილ შიდა კლიმატურ მაჩვენებლების შენარჩუნებას, რის გამოც, მათივე განმარტებით, ოთახებში ზაფხულობით გაუსაძლისი სიცხეა, ხოლო ზამთარში ძალიან ცივა. ისინი შენობის ჰიდრო-თბოიზოლაციას ითხოვენ. ზუგდიდში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილები სასოფლო სამეურნეო-მიწების, საბავშვო ბაღების აფთიაქის და მაღაზიის არ არსებობაზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი უმთავრესი პრობლემაა ჩასახლებაში საბავშვო ბაღების არქონაა. მედიატურის ფარგლებში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების მიერ მოყოლილ სოციალურ პრობლემებს და ისტორიას კარგად გავეცანი. ქალბატონი ლალი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. წლების წინ აფხაზეთში პედაგოგად მუშაობდა, მეუღლე კი სკოლის დირექტორი გახლდათ. დღეს, თვალცრემლიანი აღნიშნავს, რომ ფინანსურად გაუსაძლის პირობებში იმყოფება. განმარტავს, რომ საბავშვო ბაღის არ არსებობის გამო მუშაობას ვერ ახერხებს, სოციალური დახმარება კი მხოლოდ მიზერული თანხაა. მათი სოციალური პრობლემები დღემდე მოუგვარებლად რჩება, ხოლო დევნილებს დღემდე მოლოდინის რეჟიმში უწევთ ცხოვრება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქვეყანას, 26000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი შეემატა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში სამ ყველაზე დიდ დევნილთა ჩასახლებაში, სადაც 2396 დევნილი ოჯახი ცხოვრობს არ არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ასობით დევნილი ბავშვი საბავშო ბაღის გარეშეა დარჩენილი. დღემდე გადაუჭრელ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება დევნილთა დასაქმება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და კიდევ ბევრი სხვა ყოფითი, თუ სოციალური პრობლემები. დევნილთა ისტორიები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, სამწუხაროდ ძალიან ბევრია... თაკო მაქაცარია
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)