23:21 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 15:26:24, 657 ნახვა

საზოგადოება
”112”-ის საინფორმაციო კამპანიაში აშშ-ს და საფრანგეთის საელჩოები ჩაერთნენ

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მაიკლ მაკმეინი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალძუკი ესტუმრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათი ვიზიტის მიზანი, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, „112“-ის ინიციატივით დაწყებული კამპანიის განხორციელება იყო, რომელიც არარეზიდენტებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდას ემსახურება.

„112“-ის დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტურისტების 76%-მა არ იცის, გადაუდებელი დახმარების რომელი ნომერი მოქმედებს საქართველოში. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „112“-ის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა.

პროექტი დღეიდან დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კამპანიის საბოლოო შედეგის მიღწევაში.

აშშ-სა და საფრანგეთის საელჩოების გარდა, „112“-ის პროექტში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აქტიურად ჩაერთვებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics