|
2016-10-03 09:32:20, 713 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება
3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის დეტალებზე საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა, რომლის თქმით, პროგრამებს შორის, 50-მდე ახალი მოდულური პროგრამაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლების ჩართულობით შემუშავდა. წელს პირველად, მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებებით, პროფესიული პროგრამების განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების ფორმით დაიწყება. დამსაქმებლები პირველად ჩაერთვებიან მომავალი სტუდენტების შერჩევისა და სწავლების პროცესში. დუალურ პროგრამებს პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად, ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯები განახორციელებენ. სტუდენტების მისაღებად წელს უკვე მზად არის ასევე სამი ახალი სასწავლებელი გუდაურში, მცხეთასა და აგარის მუნიციპალიტეტებში. პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ ან მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში. "სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მოწყვლად ჯგუფებზეც. გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი დევნილი პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურების ფორმით. განახლებულია ტექნიკურ-მატერიალური ბაზები და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის: მათ შეუძლიათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე გაიარონ პროფესიული ტესტირება, შემდეგ კი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ქართულ ენას და გააგრძელონ პროფესიული განათლების მიღება ქართულ ენაზე. მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით; რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები. სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. შეფასების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 29 ოქტომბერს რეგისტრანტებისთვის პრე-ტესტი, ხოლო 30 ოქტომბერს ერთიანი პროფესიული ტესტირება ჩატარდება",-აცხადებენ განათლების სამინისტროში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)