|
2016-09-30 16:48:19, 707 ნახვა
საზოგადოება
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ პროექტს - „შეიძინე ქართული“ კახეთში რთველით აგრძელებს
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ პროექტს - „შეიძინე ქართული“ კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში რთველით აგრძელებს. „სმარტის“ თანამშრომლები ადგილობრივ გლეხებთან ერთად 10 ტონა რქაწითელს დაკრეფენ, რომელიც გლდანის სუპერმარკეტში შეძენის ფასად - 1კგ- 0.85 თეთრად კომერციული მოგების გარეშე გაიყიდება. შესაბამისად, ოჯახური ღვინის დაწურვის მსურველებს ყურძნის შესაძენად შორს წასვლა აღარ მოუწევთ. სუფრის ყურძენი კი თბილისის დიდ სუპერმარკეტებში სააქციო ფასად გაიყიდება. „შეიძინე ქართული“ გრძელვადიანი პროექტია და ქართული წარმოების წახალისებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად. გლეხისა და მცირე მეწარმისთვის საკუთარი პროდუქტების „სმარტის“ დახლებზე წარმოჩენა მნიშვნელოვანი მოტივაციაა უზრუნველყონ „ხარისხი დეტალებში“, რასაც „სმარტი“ მომხმარებელს სთავაზობს. „ეროვნული წარმოების წახალისება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა „სმარტის“ სტრატეგიული მიზანია. სწორედ ამიტომაც ხდება ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. პროექტის „შეიძინე ქართული“ ფარგლებში ჩვენ ვეწვევით საქართველოს ყველა რეგიონს და მოვახდენთ სეზონური ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და „სმარტში“ არაკომერციულ ფასად რეალიზაციას. შესაბამისად, გვსურს “სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს მოვუწოდოთ „შეიძინოს ქართული““, -აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)