|
2016-09-29 22:22:28, 2602 ნახვა
მსოფლიო
„თუ სირიაში კონფლიქტი გაგრძელდება, ექსტრემისტებმა შესაძლოა, რუსეთის ქალაქებში ტერაქტები განახორციელონ“
თუ სირიაში კონფლიქტი გაგრძელდება, ექსტრემისტებმა შესაძლოა, რუსეთის ქალაქებში ტერაქტები განახორციელონ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ამ ყველაფრის შედეგად რუსეთი გააგრძელებს სამშობლოში სამხედროების ცხედრების გაგზავნასა და რესურსის დაკარგვას. მან აქვე აღნიშნა, რომ სტაბილურობა, რომელსაც, ისინი [რუსები] სირიაში ეძებენ, სულ უფრო წარმოსახვითი იქნება”. “შედეგი იქნება ის, რომ სირიაში სამოქალაქო ომი გაგრძელდება [თუ შეთანხმება არ შედგება], ექსრემისტები გააგრძელებენ მათი ოპერაციების გაფართოებას, რომლებიც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ, შესაძლოა, რუსეთის ქალაქებში თავდასხმებს გულისხმობს, რუსეთი კი გააგრძელებს სამშობლოში სამხედროების ცხედრების გაგზავნასა და რესურსის დაკარგვას. სტაბილურობა, რომელსაც, მათი თქმით, ისინი სირიაში ეძებენ, სულ უფრო წარმოსახვითი იქნება”, - განაცხადა ჯონ კირბიმ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურის წარმომადენლის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურის წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯონ კირბის განცხადება რუსეთში ტერაქტების შესახებ მოწოდებას ჰგავდა. მისი თქმით, ის გამორციხავს, რომ რომ ტერაქტების განხორციელებას ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან, რომლებთანაც ვაშინგტონი თანამშრომლობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)