|
2016-09-29 18:14:42, 2459 ნახვა
მსოფლიო
სირიაში გერმანელი ჟურნალისტი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
სირიაში ისლამისტების ტყვეობაში მყოფი გერმანელი ჟურნალისტი და მისი შვილი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ BBC გერმანიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იანინა ფინდაიზენი შვილთან ერთად ამჟამად თურქეთში იმყოფება. ამასთან, გერმანიის მთავრობამ გათავისუფლების დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. როგორც BBC წერს, გერმანიის ხელისუფლება ჟურნალისტის ქვეყანაში გადმოყვანის საქმეზე უკვე მუშაობას. ცნობისთვის, ფინდაიზენი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც გამოცემა Sueddeutsche Zeitung-თან და ტელეკომპანია NDR-თან თანამშრომლობდა. გამოცემა Focus-ის ცნობით, ჟურნალისტი 2015 წლის ოქტომბერში სირიაში ტყვედ აიყვანეს, დეკემბერში კი, ტყვეობაში ბიჭი გააჩინა. მედიის ინფომრაციით, ფინდაიზენი დაჯგუფება „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ მებრძოლთა ტყვეობაში იმყოფებოდა, რომელიც მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვდა. როგორც პორტალი Site Intelligence Group-ი იუწყება, დაჯგუფება "ჯებჰათ ან-ნუსრა" ჟურნალისტის ტყვეობაში აყვანის ფაქთს უარყოს. დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს ფინდაიზენი და მისი შვილი ტყვეობიდან. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი სირიაში ექსკლუზიური ინფორმაციის მოსაპოვებლად იყო ჩასული, რომელსაც მას წყარო ისლამისტური დაჯგუფებების შესახებ აწვდიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)