08:27 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 18:05:45, 765 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: აჭარაში საადრეო მანდარინის რეალიზაცია დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელ საწარმო, სასოფლო-სამეურენო კოოპერატივი "ლეღვა" მოინახულეს და საადრეო ციტრუსის დამზადების პროცესს ადგილზე დაესწრნენ. 

,,ციტრუსის სეზონი აჭარაში უკვე დაიწყო. ნაადრევი ჯიშის არაჩვეულებრივი მანდარინის პირველი პარტია უკვე მიემგზავრება საზღვარგარეთ. 60ტ. მანდარინი უკვე დამზადებულია და პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ თითოეულ გლეხს და ბოლომდე ვიქნებით ამ პროცესში ჩართული"-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საწარმომ უკვე დაიწყო მანდარინის მიღება-დახარისხება. ამ ეტაპზე მიიღებს და დაამზადებს  60  ტონა მანდარინს, რომელიც რუსეთის მიმართულებით იქნება ექსპორტირებული. 1კგ  ნაყოფში საწარმო ფერმერს 1.50 ლარს უხდის.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორი თვის წინ დაიწყო ციტრუსის სეზონისთვის მზადება. სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შეიქმნა ვებ-გვერდი. ასევე, ორ ენაზე დამზადდა  სარეკლამო რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც იმ ქვეყნებში  უკვე გავრცელდა, რომლებიც ჩვენი რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ.  

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით შეხვედრებს უკვე მართავენ უკრაინის, ბელორუსის,  ყაზახეთის და უზბეკეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics