|
2016-09-29 10:59:46, 1464 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი მნიშვნელოვანი შეთანხმებები განიხილება, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პირველად მოხდება საპარტნიორო ფონდის მიერ ინვესტირება საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ კანადური საინვესტიციო ფონდის “გაზელ ფონდის” (Gazelle Fund) პარტნიორი ხდება. „Gazelle Fund-ის კაპიტალი საწყის ეტაპზე 27,5 მლნ დოლარია, ხოლო შემდგომ მისი საინვესტიციო მოცულობა გაიზრდება 70 მლნ აშშ დოლარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი არის რეგიონული ხასიათის, რომელმაც ცენტრალურ ადგილად აირჩია საქართველო და ფონდის კაპიტალის 60% საქართველოში დაიხარჯება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საერთაშორისო ფონდმა Gazelle Fund-მა ფუნქციონირების ადგილად საქართველო აირჩია და მას ექნება რეგიონული დანიშნულება. ასევე, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO,“ - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდი ასევე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შემოდის ცნობილი ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი Schulze Global Investements (USA) და ასევე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული საინვესტიციო ფონდები, რაც ქართულ საინვესტიციო ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „Schulze Global Investements-ს აქვს საერთაშორისო მასშტაბით ოპერაციები. მათი ძირითადი ოფისი მდებარეობს სინგაპურში. ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო საფინანსო ფონდი, რომელიც შემოდის საქართველოში „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად. ისინი გეგმავენ საქართველოში ინვესტირებას. უახლოეს მომავალში საპარტნიორო ფონდი ასევე გეგმავს დამატებით ორი მსხვილი ინვესტორის მოზიდვას, ესენი არიან: ამერიკული ფონდი Maclellan Foundation და ცნობილი ფრანგი ინვესტორი Dominique Romano, რომლებიც ჯამურად ფონდის წინაშე აიღებენ 10,000,000 აშშ დოლარის ინვესტირების ვალდებულებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)