|
2016-09-28 21:56:38, 2205 ნახვა
მსოფლიო
აშშ რუსეთს სირიის საკითხზე, თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან თანამშრომლობას სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში, შეწყვეტს, თუკი რუსეთი ქალაქ ალეპოში ძალადობას არ შეწყვეტს. როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო. „სახლმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს მიიჩნევს პასუხისმგებლად იმ ვითარებაზე, მათ შორის იმ ბომბების გამოც, რომლებიც ქალაქის დასაბომბად გამოიყენება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, სირიის არმია, რუსეთის ავიაციის დახმარებით, 19 სექტემბრიდან ქალაქ ალეპოს დაბომბვებს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)