|
2016-09-28 18:42:02, 802 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ,,სოკარის,, მემილიონე აბონენტი აჭარის მკვიდრია
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" საქართველოს ბუნებრივი გაზის მე-1 000 000 მომხმარებლის ქსელზე მიერთება საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სოფელ ხუცუბანის მკვიდრი, მამუკა მახარაძე გახდა. აბონენტის ქსელზე მიერთება დღეს, სოფელ ხუცუბანში, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, კომპანია „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. ,,მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ საქართველოში მემილიონე აბონენტი სწორედ აჭარის მკვიდრი, სოფელ ხუცუბანში მცხოვრები ოჯახია. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონში არამარტო ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი სარგებლობს, არამედ უკვე ქობულეთის და ხელვაჩაურის სოფლებიც. ჩვენი მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესია გაზიფიცირების თემა და ამ მიმართულებით მართლაც რომ დიდი წინსვლა გვაქვს. 2016-17 წლებში დაგეგმილი საპროექტო სამშენებლო სამუშაოების შედეგად 6000 მომხმარებელი შეემატება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს, ხოლო მიმდინარე პროექტებით 5000-მდე ოჯახი გაათბობს სახლსა და კერას უახლოეს მომავალში. მჯერა, ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და ჩვენ გვექნება მუდმივი წინსვლა, რაც აუცილებლად მიგვიყვანს მთელი რეგიონის, მათ შორის მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებამდე"- განაცხადა ზურაბ პატარაძემ. საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ 1 000 000-ს მიაღწია. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს" აჭარაში 66 821 აქტიური და პოტენციური აბონენტი ჰყავს და საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენების საერთო სიგრძე 972.6 კმ-ია. 2017 წლის ბოლომდე, კი იგეგმება 360 კმ-იანი მილსადენის აშენება და 8 935 აბონენტის გაზიფიცირება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)