08:17 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 15:21:28, 708 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს სამძიმრის წერილი  გაუგზავნა.

„თქვენო აღმატებულებავ,

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონ შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია კაცობრიობისათვის და მთელი მსოფლიოსთვის.

ნება მიბოძეთ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, ისრაელის მთავრობასა და ებრაელ ხალხს.

მისი აღმატებულება შიმონ პერესი გამორჩეული ლიდერი იყო,  რომელმაც ყველაზე რთულ დროს ისრაელის სახელმწიფოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში ისტორიული როლი შეასრულა.

ამ დიდმა პოლიტიკოსმა მთელი თავისი ცხოვრება კოფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას მიუძღვნა და ნობელის პრემიით სწორედ მშვიდობის განმტკიცებასთვის დაჯილდოვდა.

მჯერა, რომ  ებრაელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ქვეყნის წინაშე მისი დამსახურება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველმა ხალხმა ბატონი შიმონ პერესის სახით უდიდესი მეგობარი დაკარგა, რომელმაც ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დარწმუნებული ვარ, რომ მისი მემკვიდრეობა დაუვიწყარი იქნება მომავალი თაობებისათვის.

გთხოვოთ, გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და  თანადგომა შიმონ პერესის ოჯახს", - აღნიშნულია წერილში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics