|
2016-09-28 12:42:17, 1379 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს
საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს, - აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით საქართველომ კონკურენტუნარიანობის მხრივ პოზიცია შვიდი საფეხურით გააუმჯობესა. 2016-2017 წლის რეიტინგში საქართველოს 4,32 ქულა აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ სიაში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს. მას მოსდევენ სინგაპური, აშშ, ნიდერლანდები და გერმანია. ბოლო სამეულს კი ჩადი, მავრიტანია და იემენი წარმოადგენენ. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, თურქეთი რეიტინგში 55-ე ადგილზეა, სომხეთი - 79-ზე, აზერბაიჯანი - 37-ზე, რუსეთი კი 43-ზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების შეფასებით, ევრაზიის რეგიონში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა. “ყველაზე გაუმჯობესებული ევრაზიული ეკონომიკა საქართველო (შვიდი საფეხურით გადაინაცვლა წინ და 59-ე ადგილს იკავებს) და ტაჯიკეთია (5 საფეხურით გადაინაცვლა წინ და 77-ე ადგილს იკავებს). ორივე ქვეყანაში მოსალოდელია, რომ მშპ 2016 წელს 2,5 პროცენტზე მეტით გაიზრდება, რაც ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, თუმცა უფრო მაღალია, ვიდრე ევრაზიის სხვა ქვეყნებში”, - ნათქვამია ანგარიშში. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ევრაზიის რეგიონის ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, ექსპორტის მოცულობა შემცირდა. “ევრაზიის რეგიონის კონკურენტუნარიანობა ზოგადად სტაბილური იყო, თუმცა რეგიონის ქვეყნების უმეტესობა განიცდიდნენ პრობლემებს, რაც ნედლეულის ფასის ვარდნას, გაცვლითი კურსის რყევასა და რუსეთისა და უკრაინის რეცესიას, ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შეჩერებას უკავშირდება. ამ შოკებმა კონკურენტუნარიანობაზე ორი მიმართულებით მოახდინა გავლენა: ყველა ევრაზიული ქვეყნის ეკონომიკაში, საქართველოს გარდა, დაფიქსირდა ექსპორტის მაჩვენებლის ვარდნა, რამაც მათი ბაზრის მთლიანი მოცულობა შეამცირა”, - წერია ანგარიშში.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)