|
2016-09-28 09:44:52, 2499 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტი შიმონ პერესი გარდაიცვალა
ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინსულტის გამო იგი თელ-ავივის ახლომდებარედ, საავადმყოფოში ორი კვირის წინათ გადაიყვანეს. 93 წლის პერესი ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა მას გონება არ ჰქონდა დაკარგული და საავადმყოფოში მიყვანისას სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პერესმა პოლიტიკური კარიერა ძალიან ადრე დაიწყო. 18 წლის უკვე ლეიბორისტული სიონისტური პარტიის მდივანი იყო. 1947 წელს კი, ბენ გურიონმა მას მიანდო ისრაელის არმიის შესყიდვების ხელმძღვანელობა. ამ დროს პერესი მხოლოდ 24 წლის იყო. 1959 წელს, ისრაელის ლეიბორისტული პარტია Mapai-ს პარლამენტარი გახდა ქნესეთში. "მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რა სჯობს: ვიყო მაკიაველი, ჭკვიანი და ძლიერი, თუ ვიყო ნაივური. ღამე მარტივად არ მეძინებოდა", ამბობდა პერესი, რომლის პოლიტიკური ბიოგრაფია სავსე იყო დიდი წარმატებებით და მოულოდნელი მარცხებით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)