|
2016-09-26 21:54:47, 726 ნახვა
საზოგადოება
„არა ფობიას“ „პატრიოტთა ალიანსის“ ქსენოფობიური რეკლამის გამო, ცესკო-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენას სთხოვს
პლატფორმა "არა ფობიას" ცენტრალუს საარჩევნო კომისიას მიმართავს. "არა ფობიას" "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო ვიდეო რგოლის გამო,სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვს. "ვიდეო რგოლში პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი - დავით თარხან-მოურავი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ ეთერში თურქეთი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპანტად და საქართველოს მტრად მოიხსენია, ამომრჩეველს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სასათბურე პირობები შეუქმნა თურქებს, სწორედ თურქებს უმზადებდა და ახლაც უმზადებს სააკაშვილი ბათუმს გადასაცემად" და ამის წინააღმდეგ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში ამომრჩევლებს შეკრებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკურ რეკლამაში ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის ნეგატიური დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი. პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ზოგადად გამოირჩევიან საჯარო სივრცეში გაკეთებული რასისტული და ქსენოფობიური განცხადებებით, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიისას, განსაკუთრებით იმატა მათ მიერ გავრცელებული თურქოფობიური და რასისტული განცხადებების რაოდენობამ" - ნათქვამია არა ფობიას განცხადებაში. არასამთავროები მოუწოდებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, შეისწავლოს პატრიოტთა ალიანსის მიერ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც წარმოადგენს ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისიწინებულ სამართალდარღვევას და მიმართოს სასამართლოს პოლიტიკური სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების მოთხოვნით. განცხადებას ხელს აწერს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ლგბტ საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)