08:10 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:28:02, 677 ნახვა

საზოგადოება
„ავერსი-ფარმასა“ და „ავერსის კლინიკის“ ორგანიზებით ასპინძის რაიონში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

„ავერსის კლინიკისა“ და „ავერსი-ფარმას“ ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება. 25 სექტემბერს „ავერსის კლინიკის“ ექიმებისა და „ავერსი-ფარმას“ ორგანიზებით გაიმართა უფასო გამოკვლევა-გასინჯვა ასპინძის რაიონის მოსახლეობისთვის.

„ავერსის კლინიკის“ ექიმები ასპინძის რაიონის სოფლების: ხიზაბავრის, საროს, თოკისა და ვარგავის, - მოსახლეობას ჩაუტარეს ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური,  ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები.

„ავერსი-ფარმამ“ აქციის ყველა მონაწილეს, ტრადიციისამებრ, უფასოდ გადასცა პირველადი დახმარების 18 დასახელების მედიკამენტი.

„ავერსი“ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია.  ასპინძის რაიონის მოსახლეობას განსაკუთრებით სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა. ასეთ აქციებს „ავერსი“ მომავალშიც გამართავს. 

ამ ტიპის აქციები უკვე გაიმართა ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის რაიონში, ადიგენის რაიონში, ზემო აჭარაში, თინეთში. აქციების სერიის ფარგლებში გაიცა  60 000 ლარზე მეტი ღირებულების  მედიკამენტი.                            

(R)

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics