|
2016-09-24 18:07:27, 1549 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს
ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პეკინსა და თბილისს შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პეკინსა და თბულისს შორის პირდაპირი რეისები დაიწყო. „დაიწყო პირდაპირი რეისები თბილისსა და პეკინს შორის, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ ტურისტული ნაკადები როგორც ჩინეთიდან, ასევე საქართველოდან. ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ხალხთა შორის ურთიერთობები ჩინეთთან გასავითარებელია და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 სექტემბერს დაეშვა. ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ (China Southern Airlines) უზრუნველყოფს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, „ბოინგ-737-800“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. გადაწყვეტილება ჩინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესახებ ავიაკომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. ჩინეთსა და საქართველოს შორის, ბოლო წლებში გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართულება სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის. მიმდინარე წლის ივნისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში „Air China“-ს, „Hainan Airlines“-ის და China Eastern Airlines“-ის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც ასევე გამოთქვეს დაინტერესება საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ. როგორც აღინიშნა, ეს პროცესები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება. (NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)