|
2016-09-23 13:24:16, 625 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს, დოქტორ პოლ სმიტს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე დაესწრნენ. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების გრძელვადიანი გეგმის მომზადებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის ცალკეული საკითხები განიხილეს. დავით ნარმანიამ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბჭოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების წარმატებით განხორციელებას, რომელიც ბაღს განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. დოქტორმა პოლ სმიტმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და ბოტანიკური ბაღის საჭიროებების კვლევისა და სტრატეგიის მომზადების პროცესში საერთაშორისო საბჭოს აქტიური ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან BGCI-ის წევრია, ხოლო დროებით შეწყვეტილი წევრობის სტატუსი მას 2016 წელს განუახლდა. წლების განმავლობაში ბოტანიკური ბაღი ჩართულია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტში. მათ შორის, მნიშვნელოვანია, იშვიათი ენდემური მცენარის - ქართული ნუშის პოპულაციების აღწერასა და თესლის ბანკის შექმნასთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც საბჭოსთან თანამშრომლობით ამჟამად ხორციელდება. (NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)