|
2016-09-23 11:04:30, 1327 ნახვა
ეკონომიკა
გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად (გამოქვეყნდა 2016 წლის 1 ივნისს) 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი; 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი. საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი). ცვლილების ამოქმედებიდან, 02.06.2016 -21.09.2016 პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, 24,546 გადასახადის გადამხდელს უკვე ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1,013,179,986-00 ლარი, მათ შორის: ა) ნაწილით - 24,318 გადამხდელს 1,012,477,408-80 ლარი, შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფომაციით, ჩამოწერის პროცესი გრძელდება.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)