07:47 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 14:08:31, 711 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში უსინათლოთა ბილიკის რეაბილიტაცია დასრულდა

კრწანისის გამგეობამ ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე, უსინათლოთათვის განკუთვნილი ამორტიზებული საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია დაასრულა.

მხედველობაშეზღუდული პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ბილიკზე საგანგებოდ ამაღლებული ბორდიური მოეწყო. 2000 კვ.მ-ზე გამოიცვალა ასფალტის საფარი, გარე განათების ქსელს დაემატა ბოძები და სანათები.

2017 წლის დასაწყისში დაგეგმილია უსინათლოთა მეორე ბილიკის რეაბილიტაცია და ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics