|
2016-09-21 14:19:30, 671 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი აგრარული ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების სამინისტროს ორგანიზებით, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო კორპუსი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის“ ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა. უწყების ცნობით, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი აგრარული დარგის განვითარება მოხდეს, აუცილებელია სათანადო ცოდნა და მეცნიერული კვლევები. „მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენი მომავალი თაობისთვის ისეთი სასწავლო დაწესებულებით უზრუნველყოფის საქმეში, როგორიც აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტია. ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდების ინტერესი სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ გაზრდილია, ჩვენ ამ ახალგაზრდებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სრულფასოვანი ცოდნა მიიღონ. დღეს სწორედ ისეთი სასწავლო დაწესებულება გაიხსნა, რომელიც ახალგაზრდებს ყველა პირობას უქმნის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მათ ეძლევათ საშუალება, ღირსეული მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით დაეუფლონ ცოდნას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. (NS)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)