14:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 11:41:33, 1243 ნახვა

ეკონომიკა
მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 8 059,8 მილიონი ლარი შეადგინა

მეორე კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 059,8 მილიონი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,0% დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 0,7%-ით გაიზარდა.

„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10,6 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1 პროცენტი), მშენებლობა (12,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,8 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,3 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-5,8 პროცენტი) და ვაჭრობაში (-2.8 პროცენტი).

2016 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით.

2016 წლის 15 ნოემბერს დაზუსტდება 2015 წლის და 2016 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები. 2016 წლის მონაცემების საბოლოო დაზუსტება განხორციელდება 2017 წლის 15 ნოემბერს“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics