14:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:33:14, 1169 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკში დღეს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სავაჭრო მისია გაიმართება

დღეს,  9:30- 12:00 საათამდე,  ტექნოპარკში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT - ის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით,  ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სავაჭრო მისია გაიმართება.

როგორც "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ლიტვურ და ქართულ IT კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას სტარტაპებისა და ორივე ქვეყანაში ტექნო-ინდუსტრიის განვითარების შესახებ.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასი.
 
ღონისძიებაზე  ქართულ IT კომპანიებს  6 უმსხვილესი ლიტვური IT კომპანია შეხვდება. რომელთა გუნდი მაღალპროფესიონალური ექსპერტებისგან არის დაკომპლექტებული.

პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა ქართულ და ლიტვურ IT კომპანიებს მისცემს  საშუალებას გაუზიარონ როგორც საკუთარი გამოცდილება, ასევე მიიღონ მათგან საჭირო ინფორმაცია მათი გამოცდილებისა და ინდუსტრიული სიახლეების შესახებ. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ორივე ქვეყნის ტექნო-ინდუსტრიის განვითარებას.

სტარტაპებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნო-ინდუსტრიის შესახებ უცხოური გამოცდილების მიღება, ეს  გახდის  მათ საქმიანობას ინოვაციურს და  საბოლოო ჯამში გაიზრდება დამწყები ბიზნესმენების პოტენციალი, მოიპოვონ წარმატება  საერთაშორისო ბაზარზე.

„ჩატარებული სავაჭრო მისიის შედეგად  ტექნო-ინდუსტრიის სფეროში სიახლეების დანერგვა და სფეროს განვითარება საშუალებას მისცემს IT სპეციალისტებსა და დეველოპერებს ეფექტიანად გამოიყენონ  სიახლეები, რაც სამომავლოდ მათ სწრაფ განვითარებასა და წარმატებაზე იმოქმედებს. უცხოელი პარტნიორების ცოდნის გაზიარება საქართველოსთვის, ქვეყანაში მომავლის პროფესიების განვითარებას უწყობს ხელს. სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლის გარანტიაა", - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე  ირაკლი ქაშიბაძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics