15:57 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 11:36:17, 1724 ნახვა

ეკონომიკა
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება

ბათუმში, საქართველოსა  და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა - სანაპირო ზოლის დაცვა - ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II" დაფინანსებისათვის.

ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა, ქრისტიან შაუბმა მოაწერეს.

ცერემონიას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყოფილი 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი მიმართული იქნება ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის კომპონენტის დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი", რომელიც ითვალისწინებს ქალაქის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციას.

პროექტი ხორციელდება ოთხ ფაზად და დღემდე გამოყოფილია, 119 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 30 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით გრანტის ნაწილი 8.5 მილიონ ევროს შეადგენს

პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში, რომელიც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics