10:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 11:10:54, 1254 ნახვა

სამართალი
სასამართლო იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის, გიორგი კაჭარავას და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლის ზურაბ ჭელიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს. პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის თქმით,, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულები მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას შეეცდებიან და სასამართლოში გამოცხადებას თავს აარიდებენ.

ცნობისთვის, გამოძიება ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს ქრთამის გამოძალვას, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics