|
2016-09-16 12:35:48, 1975 ნახვა
მსოფლიო
ISIS თურქეთში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებზე სავარაუდოდ თავდასხმებს გეგმავდა
თურქეთში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანლი 4 პირი დააკავეს, - ამის შესახებ თურქული ინტერნეტ-გამოცემა Haberler-ი იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, დაკავებულები სავარაუდოდ თურქეთში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებთან ტერაქტებს გეგმავდნენ. მედიის ცნობით, 3 ეჭვმიტანილი ანკარაში დააკავეს, ერთი კი სტამბოლში. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფო” გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თავდასხმებს 13-17 სექტემბერს გეგმავდა. აღნიშნული გამო საელჩოებმა მოქალაქეების მიღება დროებით შეზღუდეს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა გამოცემა The Guardian-ის ცნობით, 16 სექტემბერს უსაფრთხოების მიზნით ანკარაში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩო დახურული იქნება. მანამდე თურქეთში მდებარე საელჩო, სკაონსულო და სკოლა გერმანიამ დახურა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)