|
2016-09-16 12:28:15, 1540 ნახვა
მსოფლიო
გაერო სირიის ხელისუფლებას და ამბოხებულებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებს
გაერო-ს წარმომადგენლები სირიის კონფლიქტის ორივე მხარეს - ხელისუფლებას და ამბოხებულებს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურამ განაცხადა, აშშ-ს და რუსეთს ალეპოში კასტელოს გზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა უნდა გაეკონტროლებინა. დე მისტურამ ასევე დამასკო გააკრიტიკა, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის ნებართვა არ გასცა. გაერო-ს ჰუმანიტარული პროგრამის კოორდინატორის იან ეგელანდის თქმით, ამბოხებულები და სირიის მთავრობა პასუხისმგებლები არიან ალეპოში დახმარების ჩატანის შეყოვნებაზე. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამბოხებულებს ჯერ არ დაუწყიათ კასტელოს გზიდან ძალების გაყვანა. ამასთან, მოსკოვის მტკიცებით, სირიის მთავრობამ ჯარის გაყვანა უკვე დაიწყო. კასტელოს გზა ალეპოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს აკავშირებს. ჰუმანიტარულმა ავტოკოლონებმა სწორედ ამ გზაზე უნდა გაიარონ. Reuters-ის ცნობით კი, ამბოხბეულები ამტკიცებენ, რომ სირიის არმია ამ დრომდე ინარჩუნებს პოზიციებს. შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 12 სექტემბრის საღამოს შევიდა ძალაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)