|
2016-09-15 16:55:25, 1207 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ახალი ფილმის, „კლოუნის“ გადაღებები ხორციელდება
საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, სულ უფრო დატვირთული ხდება და კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებაც მატულობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან მცირე პერიოდში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეოთხე პროექტი ხორციელდება. უწყების ცნობით, ახალი პროექტის, ამერიკული დრამის „კლოუნის“ გადაღებები საქართველოსა და ნორვეგიაში განხორციელდება და გადაღებების პროცესი 8 თვის განმავლობაში, 2016 წლის 8 აგვისტოდან, 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისისა და რუსთავის ტერიტორიები შეირჩა. მნიშვნელოვანია, რომ ფილმში ერთ-ერთი მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს. მხატვრული ფილმის რეჟისორი (Anthony Lucero) ქართულ საპროდიუსერო კომპანია „მისთი დონისთან“ აქტიურად ითანამშრომლებს. ფილმის გადაღებების ფარგლებში საქართველოში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელშიც უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობები - ნუცა კუხიანიძე და ქეთი მჭედლიშვილიც მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში შემოსულია 5 აპლიკაცია, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 3 ფილმზე, ერთი ფილმის გადაღებებები მიმდინარეობს, ხოლო კიდევ ერთი ფილმის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 8 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა. (NS)
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)