|
2016-09-15 13:01:17, 589 ნახვა
საზოგადოება
IRI: საარჩევნო კომისიებში შერჩეულ წევრთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) თავისი გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში შვიდი გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი მიავლინა: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლსა და კახეთში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა შემდეგი ძირითადი მიგნებები დააფიქსირეს. IRI- საუბნო საარჩევნო კომისიებში შერჩეულ წევრთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, ხოლო ბევრი ახალგაზრდა მიმართავს კომისიებს სამუშაოდ დასაწყებად. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტებისთვის „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ საარჩევნო ნომრების ადრეულმა მინიჭებამ, მისცა მათ უპირატესობა საარჩევნო კამპანიაში, რამაც გაზარდა უთანასწორობის განცდა. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, მონიტორინგის პერიოდში საარცევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. „პრო-რუსული პარტიები კვლავ სუსტი რჩება, თუმცა მიუხედავად ანტი- დასავლური განწყობისა, მათ მაინც მოიპოვეს გარკვეული მხარდაჭერა მკვეთრად პრო-დასავლურ გარემოში. „სავარაუდოდ, არჩევნები იქნება კონკურენტული ყველა დონეზე; ბევრ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტური. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გადასინჯვამ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრებაში. თუმცა პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა ახალი საზღვრების პირობებში. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით შემოღებული. ფინანსური წამახალისებელი ნორმის მიუხედავად, ქალები კვლავ არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი მაჟორიტარებად და პარტიულ სიებში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადადგა აქტიური ნაბიჯები,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისთვის გაწეული ძალისხმევა დიდწილად წარმატებული იყო; თუმცა, ზოგიერთ ამომრჩეველს ჯერ კიდევ არ გააჩნია ბიომეტრიული პირადობის მოწმობა. მედია გარემო აღიქმება როგორც სამართლიანი და დაბალანსებული,საკუთრების უფლების გარშემო მიმდინარე დავების მიუხედავად“,-აღნიშნულია ანგარიშში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)