|
2016-09-15 11:57:58, 593 ნახვა
საზოგადოება
,,სტარტაპ საქართველოს" მენტორშიფის პროგრამა იწყება
16 სექტემბერს 12:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროგრამის ,, სტარტაპ საქართველოს" მენტორშიფის პროგრამის პრეზენტაცია 20 მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის გამარჯვებული გუნდისათვის გაიმართება. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მენტორშიფი "სილიკონ ველის" უცხოელი ექსპერტების მიერ ცოდნის გაზიარებასა და სტარტაპების პროექტების ონლაინ დახვეწას ითვალისწინებს, რისი ღირებულაბაც თითოეული გუნდისათვის 25 000 ლარს შეადგენს, რომელსაც სახელმწიფო დამწყები ბიზნესმენებისათვის გამოყოფს. სტარტაპებს მენტორშიფის პროგრამას პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გააცნობს. მენტორები სილიკონ ველისა და ვენჩურული საინვესტიციო კომპანიის წევრები, ექსპერტები და დამფუძნებლები არიან, რომლებსაც სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ,,მნიშვნელოვანია პროგრამის მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების სწორი განვითარება, წარმართვა და წარმატებაზე ზრუნვა, რისთვისაც გუნდები ინდივიდუალურ მენტორებთან ერთად სახელმწიფოს ხელშეწყობით ინტენსიურად იმუშავებენ. მენტორინგი ჯამში 40 საათს მოიცავს, ამ პერიოდის განმავლობაში სტარტაპებს ბიზნესის ჩამოყალიბების ყველა კუთხით დაატრენინგებენ, რაც გაზრდის მათ პოტენციალს წარმატება მოიპოვონ საერთაშორისო ბაზარსა და სილიკონის ველზე", - აცხადებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე. (NS)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)