07:03 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 10:31:45, 623 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 17 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დრო დაღუპული   მებრძოლების  სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 17 იდენტიფიცირებული მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში  გადაასვენეს.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.  სამარხები გაიხსნა სოფელ გუმისთაში, სოფელ კოჩარაში, სოფელ ვარჩეში,  ოდიშსა და კუკიის სასაფლაოზე. სამარხების გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა.  ამ დრომდე,   ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად,  უკვე იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება.  

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15 სექტემბერს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics