|
2016-09-14 12:09:27, 540 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოების შორის, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვის მიზნით, მხარეები საზღვაო სფეროს მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ. აღსანიშნია, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა 2012 წლიდან დაიწყო. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და შესაბამისი დოკუმენტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში. ამის მაგალითს „მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ პროექტი წარმოადგენს, რის საფუზველზეც ქართველ მეზღვაურებზე სრულიად ახლებური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატები გაიცემა. ასევე მიმდინარე წლის 12 აგვისტოს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით აამოქმედდა საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემის შექმნის პროექტი, რის შედეგადაც საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობები გაუმჯობესდება. აღნიშნული ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვით, ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე, ამასთან გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)