|
2016-09-12 17:21:51, 1402 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი - Spotlight 2016-ის გენერალური სპონსორი
2016 წლის 10 სექტემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 2016, რომლის გენერალური სპონსორი უკვე მეორე წელი ზედიზედ იყო პაშა ბანკი. Spotlight 2013 წლიდან ტარდება, აქ ქართველი მარკეტერები და სხვა პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. წელს ღონისძიებას 450-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სპეციალისტები, სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლები და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. 2015 წლის Spotlight-ზე პაშა ბანკმა წარმოადგინა ახალი პროექტი Spotlight Marketing Library, რომელიც განხორციელდა Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად. პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. წელს პაშა ბანკმა Spotlight Marketing Library-ის 50-ზე მეტი ახალი წიგნი გადასცა. Spotlight-ის სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, სპეციალურ სტენდთან დარეგისტრირებულიყვნენ მედიათეკის აბონემენტებზე, რომლებიც პაშა ბანკისგან საჩუქრად გადაეცათ. „პაშა ბანკი უკვე სამი წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროექტს დაუჭირა მხარი. Spotlight ერთ-ერთი ასეთი პროექტია, რომელიც მარკეტინგის და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის ქმნის პლატფორმას ცოდნის და გამოცდილების გასაზიარებლად. მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი უკვე მეორე წელია Spotlight-ის გენერალური სპონსორია და ჩვენი საერთო პროექტები Spotlight Marketing Library და ანალიტიკური სტატიების რუბრიკა მარკეტერზე პოპულარობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ მკითხველებში.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. “პაშა ბანკთან ჩვენ უკვე 2 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ. ამ ხნის განმავლობაში მათი ძალიან დიდი მხარდაჭერით ჩატარდა Spotlight-ის ორი ღონისძიება, რომელთა ვიდეოჩანაწერები არის საჯარო და მათ ათასობით ადამიანი უყურებს. პაშა ბანკთან საერთო მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა Spotlight Marketing Library, რომლის ფარგლებშიც პაშა ბანკმა თანამედროვე პროფესიული ლიტერატურა შემოიტანა საქართველოში და ასევე, ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი რუბრიკა Marketer-ზე, სადაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ჰარვარდის, კელოგის, სტენფორდის ანალიტიკური სტატიების ქართული თარგმანს. ეს არის კარგი მაგალითი ორი კომპანიის ეფექტური პარტნიორობის და პაშა ბანკის ნებისმიერი ინიციატივა გრძელვადიან ეფექტს მოახდენს ბიზნეს საზოგადოების განვითარებაზე, ვინაიდან წიგნებს, სტატიებს და ვიდეოჩანაწერებს წლების განმალობაში მეტი და მეტი ადამიანი ნახავს და წაიკითხავს”, - განაცხადა აკო ახალაიამ, მარკეტერის დამფუძნებელმა.
(R)
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)