09:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 09:51:14, 1426 ნახვა

სამართალი
მღებრიშვილი დემურ სტურუას საქმეზე: ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავიზე

"ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავიზე, რადგან  ჩვენი ხელისუფლების მეთოდები ეს არ არის",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დემურ სტურუას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, "იმედის დროში" განაცხადა.

მისივე თქმით, ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები ძებნილი პოლიციელის დასაკავებლად და ასევე დანაშაულში სხვა პირების გამოსავლენად, თუკი ასეთი ადამიანები იქნებიან.

ამასთან, მღებრიშვილის შეფასებით, არ შეიძლება ერთეული უღირსი პოლიციელის გამო, მთელ პოლიციელებს ჩირქი მოსცხონ:

"პოლიციელები დღეს და ღამეს ათენებენ,  თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას.  ბოლომდე ვიდგები ჩემი პოლიციელების დასაცავად, ნებისმიერი ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით დავიცავ მათ უფლებებს, ხოლო ისინი, ვინც არღვევენ ადამიანის უფლებებს და უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს, მათ საკადრისი პასუხი გაეცემათ",-აღნიშნა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.  პოლიციელს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics