09:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 14:48:47, 1636 ნახვა

სამართალი
ვენეციის კომისია: სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან

ვენეციის კომისიის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰერდის თორგეირსდოტირიმ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები ზოგადად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები თავის საქმიანობაში.

"ვენეციის კომისიის შესაფებით, საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლა, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან. ეს კი, პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას.ვენეციის კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები ზოგადად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები თავის საქმიანობაში, ვინაიდან სკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში არის უმაღლესი სასამართლო ინსტიტუტი, გარანტორი ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დაცვის. ამიტომ მივიჩვნევთ, რომ კრიტიკულად მნიშნელოვნელოვანია, მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა. განხორციელონ მართლმსაჯულება ზეწოლის გარეშე", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics