|
2016-09-08 12:29:18, 748 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ რიგაში ქართულ სტენდთან ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა
ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2016” გაიხსნა, სადაც ქართულ სტენდთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსს უმასპინძლა. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 9 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი: „შალოშვილის ღვინის მარანი“, „არიანი“, „ვაზიანი“, „კახური“, „ბადაგის“ ჩურჩხელა, მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, კომპანია „ზედაზენის“ ლუდი და გამაგრილებელი სასმელები, კომპანია „კულას“ ნატურალური წვენები და სხვადასხვა ქართული ტკბილეული. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსს შეხვდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ, ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რვა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლატვიაში, მხოლოდ ქართული ღვინის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა. „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ევროკაშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვის შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების საშუალება ექნებათ“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მცირე ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის აუცილებლობას. იანუს დუკლავსმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს ლატვიის გამოცდილება გაუზიაროს და ამ მიზნით, ქართველი სპეციალისტები მიიწვიონ და გადაამზადონ ლატვიაში. საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2016” 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს 37 ქვეყნის 700-ზე მეტი კომპანია. წელს აღნიშნული გამოფენა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა და ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მარის კუჩინსკიმ გახსნეს.
(NS)
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)