|
2016-09-05 13:51:51, 1892 ნახვა
მსოფლიო
აფეთქებების სერია სირიაში - გარდაიცვალა 20, დაშავდა 45-ზე მეტი ადამიანი
სირიის მსხვილ ქალაქებში აფეთქებების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ორი აფეთქება ქალაქ ტარტუსში მოხდა, სადაც რუსული ავიაბაზა მდებარეობს. თავდაპირველად, არზუნის ხიდთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. როდესაც დაშვებულების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ხალხი შეიკრიბა, თვითმკვლელმა ტერორისტმა მეორე აფეთქება განახორციელა. სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. როგორც BBC წერს, მესამე აფეთქება დამასკოს დასავლეთ ნაწილში მოხდა. კიდევ ერთი დანაღმული მანქანა კი ჰომსში აფეთქდა, რასაც 2 სამხედრო ემსხვერპლა. გარდა ამისა, სააგენტო Associated Press-ის ცნობით, აფეთქება მოხდა ქალაქ ელ-ჰასაკაში, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" მონაცემებით, თავდასხმა განხორციელდა ასევე ქალაქ ელ-ქამიშლიში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)