|
2016-08-31 18:11:37, 1853 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყება: ISIS-ის პრესმდივანი რუსული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “ისლამური სახელმწიფოს” ე.წ. პრესმდივანი აბუ მუჰამედ ალ-ადნანი რუსული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაშის განცხადებაშია ნათქვამი, ლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის, რამდენიმე სადაზვერვო არხით დადასტურებული ინფორმაციით, იყო საველე მეთაური აბუ მუჰამედ ალ-ადნანი, ცნობილი როგორც საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” “მედიასთან ურთიერთობების საკითხებში ოფიციალური წარმომადგენელი. სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. პრესმდივანი აბუ ალ-ადნანი მოკლეს. ალ-ადნანი ჯიჰადისტების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. Amaq-ის ცნობით, ის ალეპოს მახლობლად ქალაქ ბაბზე, განხორციელებული ავიადარტყმის დროს გარდაიცვალა. ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ დარტყმების განხორციელება უკვე დაადასტურა. მათივე ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ ავიაიერიშის სამიზნე სწორედ ალ-ადნანი იყო. ალ-ადნანი ჯიჰადისტურ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყი. ის დაჯგუფების პრესმდივანის ფუნქციას 2011 წლიდან ასრულებდა. ის “ისლამურ სახელმწიფოს” იერარქიაში თარხან ბათირაშვილის შემდეგ მეორე ადამიანად ითვლებოდა. ცნობისთვის, წარსულში ალ-ადნანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმცია მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ცნობები არ დასტურდებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ალ-ადნანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული. აღსანიშნავია, რომ თვითონ "ისლამურმა სახელმწიფომ" ალ-ადნანის გარდაცვალება უკვე დაადასტურა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზები და გარემოება არ დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)