|
2016-08-31 16:46:37, 2269 ნახვა
მსოფლიო
ობამა და ერდოღანი "დიდი ოცეულის" ფარგლებში გიულენის ექსტრადიციას განიხილავენ
ბარაკ ობამა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩინეთში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი აშშ-ისგან გიულენის ექსტრადირებას ელოდება და ამ მხრივ მუშაობას განაგრძობს. თურქეთის ხელისუფლება პენსილვანიაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა თავად გიულენი ბრალდებას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩინეთში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში 4 სექტემბერს შეხვდებიან. პრეზიდენტები ასევე სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)