|
2016-08-31 10:39:25, 2035 ნახვა
მსოფლიო
კრის ბრაუნი დაკავებულია
ცნობილი ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი პოლიციამ დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, მას ბრალად შეიარაღებული თავდასხმა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა ედება. ინციდენტი ლოს-ანჯელესის შემოგარენში მდებარე ბრაუნის სახლთან მოხდა. მუსიკოსს თავდასხმაში სილამაზის კონკურსის "მის კალიფონიას" გამარჯვებული ბეილო კორანი ადანაშუალებს. მოდელი ხშირად ესწრებოდა ბრაუნის მიერ მოწყობილ წვეულებებს, მათ შორის გასულ ღამესაც. ამასთან, თავად ბრაუნი დანაშუალს უარყოფს. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს წინ კრის ბრაუნმა თავისი მეგობარი გოგონა, ცნობილი მომღელარი რიანა რამდენჯერმე სცემა. ამის გამო მას ხუთი წლით პირობითი პატიმრობა და 18 თვით საზოგადოებისთავის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. აღნიშნული ინციდენტის გამო დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ კრის ბრაუნს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. ცნობისთვის, მოგვიანებით მომღერალმა ოჯახში ძალადობისკენ მიდრეკილი მამაკაცების სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)