|
2016-08-29 13:52:59, 1873 ნახვა
მსოფლიო
უფლებადამცველები: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ციხიდან 13 პატიმარი გაათავისუფლეს
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ციხიდან 13 პატიმრის გათავისუფლების შესახებ განაცხადეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, როგორც დაკავების, ისე გათავისუფლების ფაქტი ოფიციალურად აღიარებული არ არის. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადამიანების გაუჩინარების პრობლემის არსებობას არ აღიარებს. როგორც BBC უფლებადამცველებზე დაყრდნობით წერს, საიდუმლო ციხიდან 13 პატიმარი მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც გამოქვეყნდა ანგარიში სათაურით "თქვენ არ არსებობთ", რომელიც უკრაინაში ადამიანებების საიდუმლო დაპატიმრებას ეძღვნება. "ახალ ინტერვიუში ასევე დასტურდება ძალადობრივი გაუჩინარების პრაქტიკა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ადამიანი მიყავდათ სასამართლო შენობიდან ან წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მას შემდეგ, რაც სასამართლო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს, ან იტაცებენ სახლიდან", - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიციამ "ადამიანის გაუჩინარების" ფაქტზე გამოძიებას იწყებს, თუმცა საქმის გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს. "დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ საქმეს ხურავენ, თუმცა ადამიანის საიდუმლო დაკავების ფაქტის გამოძიება არ ხდება და ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)