|
2016-08-27 14:04:46, 2093 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, ფეჰთულა გიულენთან კავშირში ბრალდებით, 3 ყოფილი ელჩი დააკავეს
თურქეთში, ფეჰთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით, 3 ყოფილი ელჩი დააკავეს, - ამის შესახებ Daily Sabah იუწყება. როგორც მედია საშალება წერს, დაკავებულები კანადაში თურქეთის ყოფილი ელჩი, ტუნჯაი ბაბალი, UNESCO-ში თურქეთის ყოფილი წარმომადგენელი, ჰიურჯან ბალიკი, ასევე კოსტა-რიკაში თურქეთის ყოფილი ელჩი ალი ფინდიკი არიან. ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩოვუშოღლის ინფორმაციით, უწყების 300-ზე მეტი თანამშრომელი უკვე დაითხოვეს. შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიელების მცდელობა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დააკავეს. თურქეთის ხელისუფლება გადატრიელების მცდელობის ორგანიზატორად, აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეჰთულაჰ გიულენს ასახელებს და მის ექსტრადიციას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)