05:27 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 18:03:18, 775 ნახვა

საზოგადოება
ნატა ფერაძე: ჩვენ ვემიჯნებით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნას, ჩვენი მიზანია სულხანიშვილის გადადგომა

მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მერიის წინ მყოფი ადამიანების მთავარი მოთხოვნა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მოწესრიგებაა და არა მერის გადადგომა.

"შიმშილობა შევწყვიტეთ, მაგრამ აქცია გრძელდება. დავით ნარმანიას რაც შეეხება, ის, უბრალოდ, დეგენერატია. მას გონია, რომ მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებზეა საუბარი. ყველა დანარჩენ დანაშაულზეც უნდა აღიძრას საქმე. ჩვენ პეტიციაზე ვიწყებთ ხელისმოწერების შეგროვებას, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე უნდა გადადგნენ. შესწავლილი უნდა იქნეს არა მარტო ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ფაქტი, არამედ ყველა ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა ქალაქს დაუშავეს. ჩვენ არ ვუერთდებით ნარმანიას გადაყენების მოთხოვნას. პირიქით, ამას ვემიჯნებით. ჩვენ გინდა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის გამოსწორება. ნარმანიას ამ ყველაფერში დიდი ბრალი მიუძღვის, მაგრამ გაისად არის მერის არჩევნები და კანონმორჩილად დაველოდებით არჩევნებს", - აცხადებს ფერაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics