|
2016-08-26 13:11:40, 899 ნახვა
საზოგადოება
პეტრიაშვილი: დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი
თბილისის მერის დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი, ადამიანურად მართლა მაქვს სიბრალულის განცდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. პეტრიაშვილის თქმით, ნარმანიას საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არადამაკმაყოფილებელი. "ძალიან გულწრფელად ვამბობ, მას არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ნარმანია ვერ მუშაობს, ვერ აწყობს ურთიერთობას ვერც თბილისის მოსახლეობასთან, ვერც სამოქალაქო საზოგადოებასთან", - განაცხადა პეტრიაშვილმა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" დღეს არ აქვს უფლება, რომ ნარმანიას გადაყენების გადაწყვეტილება მიიღოს. "ქართული ოცნება" საზოგადოების წნეხის გამო, დავით ნარმანიას გადადგომის განცხადებას არ დააწერინებენ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)