|
2016-08-26 12:47:29, 2210 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონმა ვლადიმირ პუტინს
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს “რადიკალური ნაციონალიზმის ნათლიმამა" უწოდა, - ამის შესახებ, The Washington Post-ის ინფორმაციით, ჰილარი კლინტონმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა. მედიის ცნობით, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თავისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი იმაში დაადანაშაულა, რომ ის “პუტინს ადიდებს და პრორუსულ პოლიტიკას ემხრობა”. როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ ისე იქცევა, როგორც არასდროს მოქცეულა არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მილიარდერი რასიზმშიც დაადანაშაულა. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს "ტოტალური შოვინისტი" უწოდა. "ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მათ კანონებს პატივი სცენ, რომ მათი საზღვრები დაცული იყოს, რასისტები არ არიან", - აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)