|
2016-08-25 22:05:19, 834 ნახვა
საზოგადოება
მაია მიმინოშვილი: ვფიქრობ, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე არის
"ვფიქრობ, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე არის" - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. მიმინოშვილის თქმით, წელს ე.წ უფასო ფაკულტეტებზე 4 000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა. “პოზიტიური ტენდენცია გახლავთ ის, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ე.წ უფასო ფაკულტეტებზე გაცილებით მეტი, 4 000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა”, - განაცხადა მიმინოშვილმა. მისი თქმით, ჩაჭრილი აბიტურიენტების უმრავლესობას რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და ფაკულტეტი ჰქონდა მითითებული, სადაც კონკურსი საკმაოდ მაღალი იყო და მათი საკონკურსო ქულა მითითებულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად საკმარისი არ აღმოჩნდა. “მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდამ ზუსტად იცის, რა მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება და მისთვის სულერთი არ არის, რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხება”. განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. როგორც მან აღნიშნა, ზღვარი დაბალია და თუ აბიტურიენტმა ამ ზღვარზე დაბალი შედეგი აჩვენა, ის წარმატებული სტუდენტი ვერ იქნება. “ვფიქრობ, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე არის. თუმცა, არ მგონია, რომ ეს ცენტრალიზებულად უნდა გაკეთდეს და ბარიერი ყველასთვის საერთო იყოს. უმაღლეს სასწავლებლებს ჩვენგან აქვთ შეთავაზება, რითაც მათ საკუთარი მაღალი ზღვარის დაწესება შეუძლიათ. ამ შეთავაზებით წლებია სარგებლობს ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი და რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი”, - განაცხადა მიმინოშვილმა. მისი თქმით, შესაძლოა, მომავალ წელს, ეროვნული გამოცდები მთლიანად ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს. “თუ ხელშეწყობა და შესაბამისი ტექნიკა იქნება, მომავალი ეროვნული გამოცდები ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც გასწორების პერიოდს მნიშვნელოვნად შეამცირებს და მაგალითად, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გაგება მათ გამოცდების დასრულებისთანავე შეეძლებათ”, განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)