|
2016-08-25 16:15:48, 1816 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: რუსეთს მსოფლიო მასშტაბით ვითარების დესტაბილიზაცია სურს
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთს მსოფლიო მასშტაბით ვითარების დესტაბილიზაცია სურს, - ამის შესახებ პოროშენკომ ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს, უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილად აქციოს. “პუტინის მიზანია უკრაინიაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა. მათ არ სჭირდებათ არც დონეცკი და არც ლუგანსკი. მათ უნდათ, რომ მთელი უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყოს. მათ მსოფლიო უსაფრთხოების დარღვევა სურთ... მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: მსოფლიო უნდა იყოს ნაკლებად სტაბილური, ნაკლებად დაცული”, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. ცნობისთვის, ამერიკულმა ტელეკომპანიამ ინტერვიუ უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)