|
2016-08-25 12:50:50, 648 ნახვა
საზოგადოება
დოლიძემ და კოჟორიძემ მერიასთან მოშიმშილე „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლები მოინახულეს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს, თბილისის მერიასთან მოშიმშილე „პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები მოინახულეს. „ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ყველა ჩვენთაგანის ფუნდამენტური უფლებაა. გასაგებია, რომ მოქალაქეები წუხან ამ უფლების განხორციელებაზე, თუმცა შიმშილობა პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმაა. მოვუწოდებთ მათ, რომ შიმშილობის აქციით განსაკუთრებით დიდი ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგენილი მეთოდებით, ბუნებრივია, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ საკუთარი სურვილები და უნდა განახორციელონ საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნა უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისი თვითმმართველი ერთეულია. თვითმმართველობას თავისი მაკონტროლებელი ორგანოები გააჩნია. რა თქმა უნდა, თვითმმართველობა პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ყველაფერი კარგად იმუშავებს. პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ გამწვანებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით დედაქალაქში არსებული პრობლემები საბოლოოდ დარეგულირდება. „ჩვენ მოვინახულეთ მოშიმშილეები და ჩვენი თხოვნაა მათდამი, რომ იქნებ კიდევ იყოს დიალოგის რესურსი, იქნებ კიდევ გამოინახოს გზები იმისთვის, რომ დიალოგის რეჟიმში და არა ასეთი რადიკალური ფორმებით დაფიქსირდეს პროტესტი. ამ ქალაქში მართლაც, რომ არსებობს გამწვანებასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდება, ძალიან დიდი ხანია, და იმედია, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დაადგება საშველი და დარეგულირდება ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ კვლავ სურვილი თავიანთი პროტესტი ასეთი რადიკალური ფორმებით დააფიქსირონ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)