|
2016-08-24 22:27:01, 744 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტრადიციული რეწვის პავილიონი დაათვალიერა
დღეს ევროპის მოედანზე ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სპეციალურ პავილიონში წარმოდგენილი გამოფენა მთავრობის თავმჯდომარემ ოჯახთან ერთად დაათვალიერა. გამოფენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან ტრადიციული რეწვის ნიმუშები თანამედროვე ბაზრის შესაბამისად იყო წარმოდგენილი და ასეთი პროდუქციის შექმნაში აჭარაში მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დაეხმარნენ. გამოფენა-გაყიდვა წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით „სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების პროექტის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტში ამ ეტაპზე ტრადიციული რეწვის 20-ზე მეტი ოსტატი იყო ჩართული აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან. სექტემბრის თვეში აღნიშნული პროდუქცია უკვე ქალაქ თბილისში გამოიფინება. რეწვის ოსტატებს უკვე ჩაუტარდათ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების 5 ტრენინგი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების 4 დარგობრივი ვორკშოპი (სხვადასხვა მიმართულებით: კერძოდ, ხის მხატვრული დამუშავება, წნული, ქსოვა, ქარგვა, სამკაულების დამზადება და სხვა) აღნიშნულ ტრენინგებსა და ვორკშოპებზე დაყრდნობით ტრადიციული რეწვის პროდუქციის განახლებული ხაზი (დიზაინი, ფუნქციური ჯგუფები) შეიქმნა. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია".
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)