|
2016-08-21 12:30:25, 890 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია აბაშის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
აბაშის მუნიციპალიტეტის სამი სოფელის მოსახლეობას 500 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების საშუალება ექნებათ. შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. კეთილარის დამშრობი არხის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 32 კმ-იანი სადრენაჟე არხი გაწმენდა ხორციელდება. რეაბილიტაციის შედეგად სადრენაჟე მომსახურება აღდგება 3 სოფლის 500 ჰექტრამდე სასოლფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. სამუშაოები ტარდება ანჯელის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპის ფარგლებში. ,,სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია. ბოლო 4 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მელიოლირებული ფართობი 45 000 ჰა-დან 106 000 ჰა-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ანჯელის არხის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელოს რეგიონისთვის. წლების მანძილზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, გაიწმინდება 100 კმ-მდე სადრენაჟე არხი და ადგილობრივ მოსახლეობას 1500 ჰექტრამდე მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. 2016 წლისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამშრალი მიწის ფართობი 16 540 ჰექტრამდე გაიზარდა. დღეისათვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 2 936 950 ლარის ღირებულების 4 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ დრენირებული ფართობი 1 550 ჰექტრით გაიზრდება. (NS)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)